
ომის წლისთავთან დაკავშირებით ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური სანქციები, მოგზაურობის აკრძალვა 90 ადამიანის მიმართ და მიზნობრივი ფინანსური სანქციები 40 სუბიექტის მიმართ. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ რუსი მინისტრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, მრეწველობის, განათლების, შრომის, მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხებზე.
ავსტრალიის მთავრობამ, ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით უპილოტო საჰაერო სისტემებს მიაწვდის.
რაც შეეხება ახალ ზელანდიას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სანქციები წესდება რუსეთის 87 მოქალაქის წინააღმდეგ.
"დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაუნდი, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა ახალი ზელანდიის მიერ მისი უკანონო ქმედებების მკაცრად დაგმობის შესახებ", - თქვა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სანქცირებულებს შორის არიან პუტინთან დაახლოებული პოლიტიკური ფიგურები, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ თავდასხმის გამართლებას უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით.