სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, დღეს, 28 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის საქმეზე. 

სასამართლომ უკანონოდ ცნო მუზეუმის ბრძანება სასამართლოდან მისი გათავისუფლების შესახებ.

"მოსარჩელე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს", - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი