
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ "ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მშობლიურ სოფელ სათხეში შეკრებილ ხალხთან ერთად ზეიმობს, თუმცა, რას, უცნობია. მკოიანი, რომელიც უკვე ხუთი მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ნინოწმინდიდან, მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად ამჯერად აღარ წარადგინა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ქართულ ოცნებას'' სიაში არ შეჰყავს, ერთ-ერთი ვერსიით, მან შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ახალქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში და რამდენჯერმე ისვრის. ვიდეო 26 მარტის ინციდენტს ასახავს, როცა ერთმანეთს მკოიანი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ.
მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით დაიწყო გამოძიება და ბრალი ორ პირს წარედგინა, რომელთა შორის ენზელ მკოიანი არ არის. არასამთავრობო სექტური კი უწყებას საქმის გამოძიებას სთხოვს.
20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.