მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემზე თავდამსხმელი "დაკავებულია" და სცენარს ამუშავებენ, როგორ გაამართლონ - ნადირაძე 

გამოქვეყნდა:

"მაქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე, ჩემზე თავდამსხმელი პირი "დაკავებულია" -  წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში

ნადირაძის ინფორმაციით, ახლა მის მიმართ ჩადენილი ძალადობის გასამართლებლად, "სცენარს ამუშავებენ". 

მაქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე, ჩემზე თავდამსხმელი პირი "დაკავებულია" და ახლა მიდის სცენარის დამუშავება, როგორ გაამართლონ ჩემს მიმართ განხორციელებული ეს ძალადობრივი ფაქტი. არ გამიკვირდება, რომ ეს პირი გამოაცხადონ შეურაცხადად და არც ის გამიკვირდება, რომ ჩვენი გუნდის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement -ის რომელიმე წევრს დაგაბრალონ მისი მოგზავნა.

ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე და წაახალისონ სუს-ის აგენტ-პროვოკატორების შემდგომი ძალადობრივი მოქმედებები ოპოზიციონერებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე",- წერს ის. 

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ნადირაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ე.წ. სპიცით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი