ომის დაწყებიდან 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - UN

გამოქვეყნდა:

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან - 2022 წლის 24 თებერვლიდან, ამ წლის 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 13 734 კი დაშავდა.

 6 372 ადამიანი დაიღუპა, 11 247 კი დაშავდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე:

  • დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 3 762; დაშავდა - 5289
  • სხვა რეგიონებში: დაიღუპა 2 610 და დაშავდა 5 958.

1,859 დაიღუპა და 2,487 დაშავდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე:

  • დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 632; დაშავდა - 2 247.
  • სხვა რეგიონებში: დაიღუპა 1 227; დაშავდა 240.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა დაგვიანდა, ბევრი ცნობა კი ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი