საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების ყოფნა მათ ტერიტორიაზე - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება არაა უკრაინის საქმე. 

მისი თქმით, ამ ორმა ქვეყანამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშოროს რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე.

"ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის,“- განაცხადა დანილოვმა.

დანილოვი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ეს არ არის უკრაინის ტერიტორია და ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი