
ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის ერთმა, რომელიც პეკინის მთავრობასთან არის დაკავშირებული, რუსეთს 1 000 შაშხანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავენს, რომელბიც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის დრონების ნაწილები და ჯავშანჟილეტები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ImportGenius-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა განმარტავს, მიმწოდებლებს შორის არის ჩინეთის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორი კომპანია, China North Industries Group Corporation Limited, რომელმაც საბრძოლო შაშხანები რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია Tekhkrim-ს მიაწოდა.
შეიარაღებას შორის, რომლებიც რუსულ კომპანიას გადაეცა, CQ-A ტიპის საბრძოლო შაშხანებიც არის, რომლებიც ამერიკული M-16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი, მაგრამ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი. ჩინეთში მას სამხედრო პოლიცია იყენებს.
ამასთან ერთად, ჩინეთმა რუსეთში დრონების ნაწილების 12 პარტია და 12 ტონა ჯავშანჟილეტები თურქეთის გავლით გააგზავნა.
ეს პირველი დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს საბრძოლო იარაღებს აწვდის. ჯერ-ჯერობით უცნობია, იყენებს თუ არა ჩინურ შაშხანებს რუსეთი ბრძოლის ველზე. კომპანია Tekhrim-ში ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ეს კრიზისი ჩინეთს არ შეუქმნია, შესაბამისად იგი მასში მონაწილეობას არ იღებს. მათივე განცხადებით, ჩინეთს სამხედრო შეიარაღება ომის მონაწილე არცერთი ქვეყნისთვის არ გაუგზავნიათ და მათთვის პრიორიტეტული სამშვიდობო მოლაპარაკებებია.
ევროკავშირში პოლონეთის ელჩის, ანრეჟ სადოს განცხადებით, კი პოტენციური საშიშროების ძალიან მაღალი დონის გამო, ასეთი ინფორმაციები დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს.