
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიესალმებიან ჩინეთის მზადყოფნას, უკრაინასთან "კრიზისი მოგვარებაში" კონსტრუქციული როლი ითამაშოს. მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც ჰეგემონიას აცხადებენ და უთანხმოება მოაქვთ მსოფლიო ჰარმონიაში, რუსეთი და ჩინეთი ხიდებს აშენებენ.
"თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენი ქვეყნები მუდმივად ემხრობიან უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე და არა გარკვეულ „წესებზე“, რომლებიც ემსახურება „ოქროს მილიარდის“ საჭიროებებს.
რუსეთი და ჩინეთი მუდმივად მუშაობენ თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ინტერესებში, რომელიც არ არის მიმართული რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ აღვნიშნავთ ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონსტრუქციულ როლს, რომელიც შეესაბამება რუსეთის მიდგომებს ამ სფეროში", - თქვა პუტინმა ჩინურ გამოცემასთან.
მან ისევ გაიმეორა, რომ "კოლექტიური დასავლეთი" სასწორზე დებს სახელმწიფოებისა და ხალხების ბედს.
ასევე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იმეორებს, რომ "რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვი" და რომ მოლაპარაკებები მათ არ შეუწყვეტიათ.