რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან - ბაერბოკი საქართველოსა და მოლდოვაზე

გამოქვეყნდა:

"რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, მოახდინოს იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან", - ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა, ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა შიში, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ.

როგორც გერმანელმა მინისტრმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, იმ პირობებში, როცა რუსეთის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში და მოლდოვაში რუსეთის მიერ გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება.

"ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომ მოახდინონ იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან. განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება, და ხელისუფლებები ებრძვიან ნეპოტიზმსა და კორუფციას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ,"- ამბობს მინისტრი.

მინისტრის თქმით, გერმანია იზიარებს საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ღირებულებებს და მხარს უჭერს მათ სურვილს, რომ თავად გადაწყვიტონ, იცხოვრონ თავისუფლად და მშვიდობიანად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი