ეს არ არის წამახალისებელი რეკლამა ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების სახალხო თეატრს უყურებენ - "ფრონტერას" წერილი

გამოქვეყნდა:

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა" საქართველოს მთავრობას "მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კომპანია საგანგებო  განცხადებას ავრცელებს. 

გასულ კვირას, მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ "ფრონტერასთან" კონტრაქტი არ გაწყვეტილა. იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობის სახელით მიიღეს. თუმცა ამ განცხადებიდან მეორე დღეს გამოაგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ დროებით შეაჩერებს ამ მიზნის განხორციელებას. მაღალი თანამდებობის პირები ჩვენთან შეხვედრის გარეშე აკეთებენ განცხადებას და ჩვენ მშვიდად გვიგზავნიან სრულიად საწინააღმდეგო შეტყობინებას იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესის დაშინება განაგრძონ. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება ამერიკის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის და იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ, - ნათქვამია წერილში. 

"ფრონტერას" დირექტორი ზაზა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ ეკადრება ასეთი განცხადების საჯაროდ გაკეთება, მაშინ, როდესაც რეალურად ქმედება არის საპირისპირო. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი