
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება, ორგანიზებაში კი პრეზიდენტის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულნი.
"ორგანიზაციულად ამით პრეზიდენტის ოფისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს არიან დაკავებულები - ერმაკიც და კულებაც. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის არ შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე, მათ შორის, ნეიტრალურ ქვეყნებთანაც" - თქვა მან.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მოლაპარაკებების გამართვაში გარკვეული პრობლემებია, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო საკითხების დარეგულირებაში ჩინეთის მონაწილეობის დონეზე მკაფიო პოზიციის არარსებობას უკავშირდება.
იხილეთ ასევე: