თუ უკრაინისა და მოკავშირეების ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული გამარჯვებაზე, მისი მოპოვება წელს შეიძლება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ მოკავშირეებისა და კიევის ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული მათ მოგებაზე, გამარჯვების მოპოვება წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ამ თემაზე მან ევროსაბჭოს სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ თუ ევროპა იყოყმანებს, ბოროტებას შესაძლოა ჰქონდეს დრო გადაჯგუფდეს და მოემზადოს წლობით ომისთვის. 

"დანამდვილებით არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რომელი ბრძოლები მოგვიტანს უფრო სწრაფ წარმატებას და რომელი მოითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას. მაგრამ ცხადია, რომ თუ არ იქნება შეფერხებები ან სტაგნაცია ჩვენს თანამშრომლობაში, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვება უკვე წელს იქნება მოპოვებული", - განაცხადა ზელენსკიმ ევროსაბჭოს სხდომაზე.

ზელენსკიმ თქვა, რომ აფასებს ევროპულ მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობისადმი და მცდელობებს კომპენსაციის სქემის დასაწყებად, რომელიც გამოიყენებს მილიარდობით ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს უკრაინის რეაბილიტაციისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი