"არასოდეს დავივიწყებთ ამას" - უკრაინის მხარდაჭერისთვის ზელენსკიმ ლანდსბერგისი დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იაროსლავ ბრძენის სახელობის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 

"მადლობელი ვარ თქვენი, თქვენი ქვეყნის და თქვენი დიადი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამას. უკრაინაში ყოველთვის მოგესალმებიან", - თქვა ზელენსკიმ. 

ლანდსბერგისი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ჯილდო არის ლიეტუველი ხალხის უკრაინისადმი გამოჩენილი უზარმაზარი, გულწრფელი და ურყევი მხარდაჭერის აღიარება. მისი თქმით, ამაყია რომ მას სახლში აბრუნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი