თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. თურქული მხარის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა პუტინს "პოზიტიური დამოკიდებულებისთვის" შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები.
უწყების ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტების რაც შეიძლება მალე დასრულებას მოლაპარაკებების გზით.