
რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაო ნინგმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს და "უკრაინის კრიზისი" დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს.
"წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს", - ამბობს ჩინელი დიპლომატი.
მისივე თქმით, ახლა ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებდა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში. პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის გეგმებს არ შეცვლის.