ბელარუსში ბირთვული ქობინების განლაგება არ ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას - ბელარუსის საგარეო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ მის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღების განთავსება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. 

სამინისტრო ამბობს, ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება "იძულებითი საპასუხო ზომებია" ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

"ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო სამართლის წესების მკაცრი დაცვით. ბელარუსი მფრინავების წვრთნა, სპეციფიკური საბრძოლო დანიშნულების მქონე თვითმფრინავების ფრენა, ასეთ თვითმფრინავების მოდერნიზაცია, ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინების განლაგება, მათზე კონტროლი მინსკისთვის გადაცემის გარეშე, ისევე როგორც შესაბამისი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, არანაირად არ ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულების  I და II მუხლების დებულებებს", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამგვარი ქმედებები არ არის ინოვაციური ბირთვულ და არაბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობისთვის.  

ამ განცხადებით, ბელარუსი NATO-ზე მიანიშნებს, სადაც "ერთობლივი ბირთვული მისიების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს".

უწყების მტკიცებით, ამის მაგალითია აშშ, რომელსაც 150 ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღი და ამ იარაღების გამოსაყენებლად 250 თვითმფრინავი NATO-ს ალიანსის წევრ ქვეყნებზე აქვს განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღს განთავსების შესახებ განცხადება პუტინმა 25 მარტს გააკეთა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის გეგმებს არ შეცვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი