
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, კიევში მიიწვია. Associated Press-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სურს ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან შეხება. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია", - ამბობს ზელენსკი.
გასულ კვირას სი ძინპინის პუტინთან შეხვედრა ისე დასრულდა, რომ განცხადება კონკრეტულ შედეგზე არ გაკეთებულა. არსებობდა ვარაუდი, რომ პეკინი შესაძლოა მზად ყოფილიყო მოსკოვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა მიეწოდებინა მარაგების შესავსებად. ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განაცხადებს, ზელენსკი ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ჩინეთისგან კრემლმა გარანტიები ვერ მიიღო:
"რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ვიზიტი არ იყო კარგი რუსეთისთვის" - ამბობს ის.
Associated Press-მა ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერა მატარებელში, რომლითაც ის ფრონტის ცხელ წერტილებს სტუმრობს და სხვადასხვა რეგიონებში ჩადის სიტუაციის პირადად გასაცნობად.