ხმაური საქალაქო სასამართლოში - გრიგორიადისის ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციაც.

"მონებო, რუსებო" - ისმოდა შეძახილები დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მანდატურებმა მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სასამართლო პროცესზე დაკავებულმა თქვა, რომ სურდა ჩვენება თავიდან მიეცა, რაც აჩენს ეჭვს, ხომ არ ყოფილა მასზე ზეწოლა. თავდაპირველ ჩვენებაში გრიგორიადისი პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვების სროლის ბრალდებას აღიარებდა.

"ის არგუმენტები რაც მოიყვანა ბრალდების მხარეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და მოთხოვნილი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა - ანუ, ის არგუმენტები რაც იყო, მიმალვა, მტკიცებულებების ხელის შეშლა, ახალი დანაშაულის ხელის შეშლა, ბრალდების მხარიდან ვერ იქნა დასაბუთებული. 48 საათში გასაჩივრდება აღნიშნული განჩინება საპროცესო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - თქვა დაკავებულის უფლებადამცველმა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო.  იხილეთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება აქტივისტზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი