
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი უკრაინაში ჩავიდა. მოლაპარაკებების თემა უკრაინის რეკონსტრუქცია და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იქნება.
კიევის რკინიგზის სადგურზე ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მოგზაურობის მიზანია უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა, "რომ ჩვენ გვჯერა, ის იქნება გამარჯვებული, რომ იგი აღდგება", რომ ევროპის ინტერესშია არა მხოლოდ საჭიროების დროს მხარდაჭერა, არამედ რომ უკრაინა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი იყოს.
ეს ჰაბეკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთმა ომი დაიწყო.