კლინტონის თქმით, ნანობს რომ 90-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონის თქმით, ნანობს რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა უარი ეთქვა ბირთვულ იარაღაზე.  ირლანდიურ მაუწყებელ RTE-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუ კიევს ბირთვული იარაღი ექნებოდა.

"მე ვგრძნობ პირად წილს, რადგან მე დავითანხმე ისინი [უკრაინა] უარი ეთქვათ მათ ბირთვულ იარაღზე. და არც ერთ მათგანს არ სჯერა, რომ რუსეთი ამ ტრიუკს მოიმოქმედებდა, თუკი უკრაინას ექნებოდა მისი იარაღი", - თქვა კლინტონმა.

1994 წლის იანვარში კლინტონმა ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ბორის ელცინთან და უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკთან ერთად, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული იარაღის რუსეთისთვის გადაცემას დემონტაჟისთვის. ეს იყო მცდელობა, ამოღებული ყოფილიყო იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა. 

1994 წლის დეკემბერში უკრაინა შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, აშშ-მ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უზრუნველყო მისთვის უსაფრთხოების გარანტიები და START I ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

"ვიცოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი მხარს არ უჭერდა შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტმა ელცინმა დადო, რომ არასოდეს ჩარეულიყო უკრაინის ტერიტორიულ საზღვრებში - შეთანხმება, რომელიც მან დადო, რადგან მას სურდა უკრაინას უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე. პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია ის და ჯერ ყირიმი აიღო. და მე საშინლად ვგრძნობ ამის გამო თავს, რადგან უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა", - თქვა მან.

მისი განცხადებით, რაც პუტინმა გააკეთა, ძალიან არასწორი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი