"ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან... გადავეცით ინფორმაცია მისი გარემოცვის შესახებ და ველოდოთ სიახლეებს" | არახამია

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ბოლო გაფრთხილებაა.

არახამიას თქმითვე, უკრაინამ აშშ-ის ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. არახამია ფიქრობს, რომ "უახლოეს  პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს"

"ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პირველად ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, კარგი, რა გაეწყობა, იმედია, ახლა მიხვდებიან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს", - წერს არახამია.

ცნობისთვის, აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის მურუსიძესა და ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი