რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში 6 აპრილის ღამეს ისევ აფეთქებები იყო. ქალაქი ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს. 

მელიტოპოლის ლეგიტიმურმა მერმა, ივან ფედოროვმა  Telegram-ზე დაწერა: 

"კოშმარი ოკუპანტებისთვის მელიტოპოლში. ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა". 

მას დამატებითი დეტალები, თუ სად მოხდა აფეთქება, ან მოჰყვა თუ არა მას მსხვერპლი, ამ მომენტისთვის არ გაუვრცელებია. 

რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ ღამით მელიტოპოლი HIMARS-ის რაკეტებით დაბომბა. კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სამსახურები ამბობენ, რომ თავდაცვამ ყველა, ანუ ექვსივე რაკეტა ჩამოაგდო და რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი