
უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მომდევნო კვირაში, 13-დან 15 აპრილის პერიოდში ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ გააკეთა.
ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამჟამად ჩინეთში იმყოფებიან და მოუწოდებენ პეკინს გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ბორელის ჩინეთში ჩასვლა გაგრძელება იქნება ევროპელი ლიდერების ვიზიტების ამ ქვეყანაში. გასულ კვირას ჩინეთს ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ეწვია.