
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, იური ვასკოვის განცხადებით, რუსეთმა დაბლოკა 11 აპრილს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემების ინსპექტირება.
"კრიტიკული სიტუაცია გვაქვს. რუსებმა დაარღვიეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები. მათ გადაწყვიტეს, ცალმხრივად შეცვალონ უკრაინის პორტების გეგმები, რაც მიუღებელია", - განაცხადა ვასკოვმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დარღვევები გაგრძელდება, მოსალოდნელია სურსათზე ფასების 15%-ით ზრდა.