
დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები საპარლამენტო ორგანოების პირველ ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
ევროპარლამენტარები და უკრაინელი პარლამენტარები შეიკრიბებიან, რათა გაცვალონ მოსაზრებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და გამოწვევების შესახებ.
"ევროპარლამენტარები და მათი უკრაინელი კოლეგები განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის კანონის უზენაესობას, ანტიკორუფციულ დღის წესრიგსა და საბიუჯეტო კონტროლს. ასევე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხს",- ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან.