ზეწოლა ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებადამცველებზე - რამიშვილი და ჯიშკარიანი ომბუდსმენს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ზეწოლა, თვალთვალი და შანტაჟი გახმაურებული საქმის ადვოკატებზე - დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველს ხვდებიან.

უფლებადამცველების თქმით, ისინი აპირებენ, ნინო ლომჯარიას საქმის დეტალებსა და მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია მიაწოდონ. ომბუდსმენთან შეხვედრას დაღუპულის ოჯახის ითხოვს.

სახალხო დამცველს მივაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს ექსპერტზე და ასევე ჩემზე პირადად... ასევე ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა იმ თვალთვალზე და მიყურადებაზე, რაც მის ოფისთან ხდება, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა ომბუდსმენთან შეხვედრამდე.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ საჭიროა, ამ საქმით დაინტერესდეს სამოქალაქო სექტორი. ოჯახი მიმართავს სახალხო დამცველს, რომ მათ შეხვდეს და 23 წლის პროგრამისტის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

დაღუპული პროგრამისტის საქმეზე დღეს პრემიერმაც ისაუბრა. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მიუღებელია ამ საქმის პოლიტიკური მოტივებით გამოყენება.

უკიდურესად მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, არ არის ეს ეთიკური. აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, რომ გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად, - განმარტა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი