ოპოზიცია მმართველ პარტიას მაიკ პომპეოს ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში გიორგი გახარიასადმი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თუ ვინმეს პოლიტპატიმარს ეძახიან, ეს მითვის დანაშაულის თავიდან არიდებისთვის ალიბი არ უნდა გახდეს, საუბარი იყო, რომ დაუშვებელია სასამართლო პოლიტიკური მიზნებით იყოს გამოყენებული. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამის საპირისპიროა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ამას არ მოითმენენ.
საქართველო რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებს ხვდება პოლიტპატიმრით, ეს არის ძალიან მძიმე და ეს იქნება მძიმე შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასების მხრივაც. გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებით დაირღვა არა მხოლოდ 8 მარტის შეფასება, არამედ ზოგადად ქვეყანა შევიდა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, ივანიშვილისადმი მონურად მორჩილი სასამართლო ოლიგარქის გარეშე ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 8 მარტის შეთნხმების მიხედვით, კონკრეტული პირების მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვეტილიყო.
ვინც დაკავებული იყო, ყველა გათავისუფლებული იქნა და ეს კარგია, მაგრამ ეს საკითხი ივანიშვილმა მოიპოვა რაღაც სიმბოლოდ, რომ ბოლომდე ვერ გამტეხეს, ამის დემონსტრირებას ახდენს და ამით აზიანებს ქვეყანას და ატმოსფეროს ქვეყანაში. ყველა, მათ შორის, პოზიტიურ განცხადებაში, პარტნიორების, მათ შორის საზოგადოების რეაქციაში, რომ პოლიტიკური დაკვეთით შერჩევითი სამართლით საქმეები არ უნდა არებობდეს, - აცხადებს ბოკერია.
მმართველი პარტის წარმომადგენლები აგრძელებენ მტკიცებას, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
"ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა.
ამ განაჩენმა წერილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციას, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ "ნაციონალურ მოძრაობად" წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალური ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, - თქვა მან.
არასაპარლამენტო ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმება დარღვეულია და ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ხდება.
გაჯიუტება შეცდომაში, ამას ჰქვია სიბრიყვე, ასე გვეუბნებიან ლათინები და დიდი ხანია, ბევრი საუკუნის განმავლობაში, ეს სიბრძნე ძალაშია. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს ამას თავისი გამჭრიახობით. მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიპატიმარ გიორგი რურუას პირობებში ხმების დამატება, პირიქით, მოიკლებს, - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.
გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას".
დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.