როცა 2008 წელს მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა, ისევე როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში. 

European Pravda ამბობს, რომ ამის შესახებ კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.

"საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთმანეთის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ "საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით", - განაცხადა კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.

"რუსეთი ყოველ ჯერზე მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეპარებოდა ეჭვი. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით მიიხურა ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით", - აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი მანიაკი ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სტრატეგია მანიაკის გახარება იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი