რუსეთის FSB-მ უკრაინის მოქალაქეს ადანაშაულებს სამხედრო ბლოგერ ტატარსკის მკვლელობის მომზადებაში

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) უკრაინის მოქალაქე ომის მომხრე სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკისზე თავდასხმაში, რომელიც 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსეთის უწყება ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქე იური დენისოვი ჩართული იყო კაფეში ტერაქტის მომზადებაში, რომლის შედეგადაც ბლოგერი დაიღუპა და 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ დენისოვმა ფიგურა ასაფეთქებელი მოწყობილობით გადასცა 26 წლის ომის მოწინააღმდეგე მონიტინგე დარია ტრეპოვას, რომელიც დაკავებულია. 

"დადგინდა, რომ მ.ფომინის [ტატარსკის ნამდვილი სახელი] მკვლელობა დ.ტრეპოვასთან ერთად მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის წევრმა, უკრაინის მოქალაქემ, 1987 წელს დაბადებულმა იური დენისოვმა, რომელმაც „ექსპრეს მიწოდების“ სერვისის მეშვეობით შუამავლის საშუალებით, მას მოსკოვში გადასცა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შენიღბული იყო სამხედრო რეპორტიორის თაბაშირის ფიგურად", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის FSB-მ ამბობს, რომ დენისოვი რუსეთში კიევიდან ლატვიის გავლით "უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით" ჩავიდა ბლოგერის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დენისოვმა რუსეთი აფეთქების მეორე დღეს დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი