
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კანადა უკრაინას გადასცემს რუსეთისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, მათ შორის საუბაია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, კომპანია ვოლგა-დნეპრის წინააღმდეგ. ჩვენ ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების კონფისკაციისთვის და მათი უკრაინისთვის გადმოსაცემად", - დაწერა შმიგალმა.
სასამართლომ დააკავა რუსული ავიაკომპანია Volga-Dnepr-ის 12 An-124-100 Ruslan სატრანსპორტო თვითმფრინავი ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს განცხადების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში.