გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, G7-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დაარწმუნოს, რომ ის უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და რომ დიდი შვიდეული ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში.

"შარშანდელი G7 შეეწინააღმდეგა რუსეთის აგრესიას. ზამთრის დახმარება უკრაინელებისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობის ფასის შეზღუდვა - ჩვენი მხარდაჭერით უკრაინამ გაუძლო რუსეთის ენერგეტიკულ ომს და ზამთრის შეტევას. ახლა პუტინს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს დასავლეთის დაღლილობის გამო. როგორც G7, ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რადგან ზუსტად ვიცით რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, სადაც კანონის უზენაესობა და საერთაშორისო სამართალი უპირატესია", - თქვა ბერბოკმა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ იაპონიაში შეხვედრისას G7-ის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ და გააძლიერებენ თავიანთ ვალდებულებებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი