ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 750-ზე მეტი ადამიანი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ყოველდღიური დაზვერვის ანგარიში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. დღეს უწყებამ ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე. 

უწყება ამბობს, რომ ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები ნაღმებზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ. მათი ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა ხერსონი და ხარკოვი, ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა.

დაზვერვის განცხადებით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად იწყება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რაც ზრდის რისკსაც, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აფეთქდეს ნაღმზე.

"შეჭრის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა 750-ზე მეტი ნაღმების აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი - ყოველ რვა ადამიანში ერთი, ბავშვი იყო. უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, მინიმუმ ათი წელი დასჭირდება", - წერია განახლებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი