
სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა CNN-ს განუცხადა.
"დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემის განსახილველად. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა პრესსპიკერმა.
სლოვაკეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალეს.
პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობების განცხადებით, გადაწყვეტილება ადგილობრივი აგრარული სექტორის დასაცავად მიიღეს, მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიწოდების ინტენსივობამ შეამცირა ფასები მთელ რეგიონში.
ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას ევროკომისია გამოეხმაურა და მას მიუღებელი უწოდა.