
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა ფრონტის ხაზის რამდენიმე ნაწილის გასწვრივ, სადაც მათ ძალები აქვთ კონცენტრირებული.
"მტერი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს შეტევით მოქმედებებს. მაგრამ მტრის ქმედებები უმეტესობაზე წარუმატებელია. მიუხედავად მოწინააღმდეგის მაღალი აქტიურობისა, ჩვენი მებრძოლები ახერხებენ მისი წინსვლის შეკავებას და მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას", - თქვა სირსკიმ.
სირსკიმ თქვა, რომ კუპიანსკის მიმართულებით, ფრონტის ხაზის ჩრდილოეთ ნაწილში ხარკოვის რეგიონში "მტერი ცდილობდა შეტევითი მოქმედებების ჩატარებას, მაგრამ ჩვენი არტილერიის ზუსტი ცეცხლის წყალობით, გაიქცა, სანამ შეტევის ხაზს მიაღწევდა". მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები წარუმატებელი იყო ლიმანის მიმართულებით, დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებთან.
გენერლის განცხადებით, ბახმუტის მიმართულება რჩება ბრძოლის ეპიცენტრად, სადაც მტრის ძალისხმევის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული და რუსეთი აძლიერებს არტილერიისა და საჰაერო ძალების გამოყენებას.