სამხრეთ კორეამ პირველად განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე - Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეას შეუძლია გააფართოვოს თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გასცდეს ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს, თუ უკრაინა მის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ იქნება. ეს განცხადება პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა გააკეთა.

"თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოითმენს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება გაგვიჭირდეს მხოლოდ ჰუმანიტარული ან ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინას მიაწოდოს იარაღი, ლეტალური დახმარების შესაძლებლობის გამორიცხვიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.

აშშ-ს მთავარი მოკავშირე და საარტილერიო საბრძოლო მასალის მთავარი მწარმოებელი სამხრეთ კორეა ჯერჯერობით ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთთან დაპირისპირება იქ მოქმედი კომპანიებისა და ჩრდილოეთ კორეაზე მოსკოვის გავლენის გამო, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების მზარდი ზეწოლისა.

"მე მჯერა, რომ არ იქნება შეზღუდვები იმ ქვეყნის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, რომელშიც არალეგალურად შეიჭრნენ, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა კანონმდებლობით. თუმცა, ომში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობისა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ ყველაზე შესაბამის ზომებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ეს განცხადება კეთდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე. მომავლ კვიარს იუნი ვაშინგტონს ეწვევა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი