უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. გადაწყვეტილება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სახალო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ, დენის პუშილინთან შეხვედრას მოჰყვა. 

კიევმა დაგმო შეხვედრა და განაცხადა, რომ ეს იყო კიდევ ერთი "უხეში არამეგობრული ქმედება" მინსკის მხრიდან, რომელიც მიმართულია რუსეთის მხარდაჭერისკენ.

შეხვედრა 18 აპრილს მინსკში გაიმართა. ლუკაშენკომ პუშილის შესთავაზა დახმარება ეკონომიკის აღდგენისა და მოსახლოების ცხოვრების ნორმალიზების კუთხით.

"მინსკმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი