რატომ ჩავიდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე? - ISW-ის განმარტება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობას რამდენიმე მიზანი ჰქონდა - ამის შესახებ საუბარია ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW-ის] ბოლო განახლებაში.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის ფონზე, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტით შეეცადა, თავი სამხედრო ლიდერად წარმოეჩინა.

ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ავდიევკაში ფრონტის ხაზს, ამიტომ შესაძლებელია, რომ კრემლმა შეგნებულად გაავრცელა ინფორმაცია პუტინის ვიზიტის შესახებ, რათა დაჩრდილოს ზელენსკის ვიზიტი.

გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინის ვიზიტი, ასევე, მიზნად ისახავდა პოტენციური "განტევების ვაცების" საჯაროდ გამოვლენას შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წინ. 

ანალიტიკოსებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ პუტინი, კრემლის წყაროები და სამხედრო ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად განიხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას და სავარაუდოა, რომ კრემლი ამზადებს რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ამ სამხედრო წარუმატებლობისთვის. 

გარდა ამისა, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრები არმიის ლიდერებთან ადასტურებს მოახლოებულ რეგულარულ ცვლილებებს სამხედრო სარდლობაში და, შესაძლოა, კრემლის წრეებში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი ცდილობს დააბალანსოს „ვაგნერის“ გავლენა ლუგანსკის ფრონტზე მეთაურად პოლკოვნიკ ალექსანდრე ლაპინის ხელახლა დანიშვნით.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი