
დანია, ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიები დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელ DR.dk-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ტანკების გადაცემასთან დაკაშვირებით განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა გააკეთა.
"ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ შემოწირულობაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ 14 ლეოპარდ 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ემატება უკვე გამოცხადებულ 100-მდე მეორადი Leopard 1 მანქანას", - განაცხადა რასმუსენმა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულების თქმით, ტანკების მიწოდება სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში მოხდება. პულსენმა თქვა, რომ დანია მიზნად ისახავს 2023 წლის ბოლომდე უკრაინას გადასცეს მინიმუმ 80 ლეოპარდ 1 ტანკი, "რაც ხელს შეუწყობს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას".