
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი პასპორტებს უკრაინის ოკუპირებული ნაწილების "რუსიფიკაციის" იარაღად იყენებს. უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში "ხელისუფლება" აიძულებს მოსახლეობას რუსული პასპორტები აიღონ.
"ხერსონში მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ისინი, ვინც 2023 წლის 1 ივნისამდე არ მიიღებდნენ რუსულ პასპორტს „დეპორტირებული“ იქნებიან და მათ ქონებას ჩამოართმევენ", - წერია დაზვერვის განახლებაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აჩქარებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ბიუროკრატიაში ინტეგრაციას, რათა დაეხმაროს უკრაინაში შეჭრის წარმატებულად წარმოჩენას, განსაკუთრებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.