პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან თანხების კონფისკაცია მოახდინა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ელჩი ვარშავაში ამბობს, რომ პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის გაყინული საბანკო ანგარიშებიდან "მნიშვნელოვანი" თანხა ამოიღო. 

ელჩმა სერგეი ანდრეევმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის "უხეში დარღვევა".

პოლონეთმა ანგარიშები მას შემდეგ დაბლოკა, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

"ჩვენ მივიღეთ შეტყობინება პროკურატურისგან, რომ თანხები საელჩოსა და სავაჭრო მისიის ანგარიშებიდან სანტანდერ ბანკში გადაირიცხა პროკურატურის ანგარიშებზე", - განუცხადა ანდრეევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რიას".

ელჩი ამბობს, რომ ანგარიშებზე იყო თანხები როგორც აშშ დოლარში, ასევე, ზლოტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი