
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ნიკოლაევის ოლქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ დამპყრობელი ქვეყანა არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ამ ომის მთავარი მიზანი ტერორი, ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა.
"დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება
ღამით რუსეთმა ნიკოლაევი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი კალიბრის რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ.ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპული და 23 დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი", - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა იპოვის ყველა დამნაშავეს და ისინი პასუხს აგებენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა S-300 ტიპის რაკეტა გამოიყენა. უკრაინის სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ გამოყენებული იყო "კალიბრის" ტიპის რაკეტები.