
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ დასავლელი მოკავშირეების რეალური მიზანი უკრაინაში კრემლის "სტრატეგიული დამარცხებაა". ეს კომენტარი კეთდება მას შემდეგ, რაც გამთენიისას რუსულ სარაკეტო ტავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 8 ადამაინი ემსხვერპლა.
შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები წინასწარ ემზადებოდნენ რუსეთთან დაპირისპირებისთვის.
"დღეს ვაშინგტონი და მათი თანამზრახველები ახორციელებენ თავიანთ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გულისხმობს სხვა ქვეყნების პროვოცირებას სამხედრო დაპირისპირებაში საძაგელ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში რუსეთთან და ჩინეთთან.
ასეთი კრიმინალური პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა კონფლიქტი უკრაინაში. მისი ნამდვილი მიზანია რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს, საფრთხე შეუქმნას ჩინეთს და შეინარჩუნოს მონოპოლიური პოზიციები მსოფლიოში", - თქვა შოიგუმ პარასკევს ნიუ დელიში.
მისივე მტკიცებით, სამხედრო დახმარება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს და გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მსოფლიოში.
"რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრისა სამხედრო გზით. ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება", - თქვა შოიგუმ.
შოიგუს მტკიცებით, დასავლეთს, სურს რუსეთის იზოლაცია, გამოხატავს მზადყოფნას გაზარდოს ყოვლისმომცველი ზეწოლა მისი ინტერესების საზიანოდ, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელია.