უმანში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაზარდა - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს. 

მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია. ხოლო ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იჰორ ტაბურეტსმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

გარდა ამისა, დაშავებულია 18 ადამიანი (მათგან 11 ჰოსპიტალიზებულია), ხოლო 17 ადამიანი (მათ შორის სამი ბავშვი) მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი