მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსეთს არცერთ ტერორისტულ აქტს. და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში ტერორის გამო.

მადლობას ვუხდი მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღისა და მათი კომპონენტების მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე". 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული მიმართვისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი