მხარს ვუჭერ უკრაინის დახმარებას და არა იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, ბავშვების ხოცვას - მაკკართი რუს ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

​"მე მხარს ვუჭერ უკრაინისთვის დახმარებას, მე მხარს არ ვუჭერ იმას, რასაც თქვენი ქვეყანა უკრაინაში აკეთებს", - ასე უპასუხა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკართიმ რუს ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის მიმართ რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერაზე ჰკითხა.

რუსული პროპაგანდისტული მედიის Ria-ს რეპორტიორმა სპიკერს ჰკითხა: "ვიცით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ უკრაინას შეიარაღებისა და დახმარების ამჟამინდელ შეუზღუდავ და უკონტროლო მიწოდებას, შეგიძლიათ გვითხრათ, ახლო მომავალში შეიცვლება თუ არა აშშ-ს პოლიტიკა".

კევინ მაკკართიმ კითხვას ასე უპასუხა:

"მან თქვა რომ მე მხარს არ ვუჭერ უკრაინის დახმარებას? არა, მე მხარს ვუჭერ უკრაინის დახმარებას და ეს ჩემი ხმითაც დავადასტურე. მხარს არ ვუჭერ იმას, რასაც თქვენი ქვეყანა აკეთებს. მხარს არ ვუჭერ თქვენ მიერ ბავშვების ხოცვას. და ვფიქრობ, უნდა დატოვოთ უკრაინა. და განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან მსოფლიო სწორად ხედავს სიტუაციას". - თქვა მაკკართიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი