
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების მთავარ პრობლემად კვლავ ლოგისტიკა რჩება.
დაზვერვის განმარტებით, ამის მანიშნებელია რუსი გენერლის, მიხაილ მიზნიცევის გადაყენება, რომელიც სამხედრო ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. იგი ამ პოზიციას მხოლოდ 8 თვის განმავლობაში იკავებდა.
განახლებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 27 აპრილს რუსეთის სამხედროებთან დაკავშირებულმა სოციალურმა მედიამ გაავრცელა მტკიცება, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"მიზინცევის თანამდებობიდან გათავისუფლება მაშინვე არ დადასტურდა, მაგრამ მისი მომავლის შესახებ სპეკულაციები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ რჩება ლოგისტიკური პრობლემები უკრაინაში რუსეთის მძლავრი კამპანიის ცენტრში. რუსეთს არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა შეტევაზე წარმატების მისაღწევად", - წერია დაზვერვის განახლებაში.
აქვე, დაზვერვა აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის სიმცირე "ვაგნერისა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს შორის, შიდა დაპირისპირებას იწვევს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი აგრძელებს უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭებას თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზებისთვის, მაგრამ ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:
"მაშინ, როცა რუსეთის პოლიტიკური ლიდერები დაჟინებით ითხოვენ წარმატებას ბრძოლის ველზე, რუსეთის ლოგისტიკის პროფესიონალები შუაში არიან გაჭედილები"