უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დასავლელი მოკავშირეები უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ. 

კულება ამბობს, რომ უკრაინას დამატებითი ფასის გადახდა უწევს მოკავშირეების ყოყმანის გამო.

"F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე და კონტრშეტევის შედეგებზე", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ეს არის სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მოკავშირეთა მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხებში - საარტილერიო ჭურვებთან და ჯავშანტექნიკასთან ერთად.

"ახლა რომ F-16-ები გვქონდეს, ჩვენი კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შევძლებდით გადაგვერჩინა კიდევ ბევრი ჩვენი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, რომლებიც განიცდიან სარაკეტო თავდასხმებს", - თქვა კულებამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი