უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა.

უკრაინული მედია წერს, რომ 3 მაისს შუადღისას ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა განცხადება ზელენსკი ვიზიტის შესახებ. ცნობილია, რომ ფინეთის პრეზიდენტი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ფინეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკეში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილება უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში, ორმხრივი ურთიერთობები და არსებული გეოპოლიტიკურ ვითარება. შეხვედრას დაესწრებიან პრემიერმინისტრი, სანა მარინი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო.

 ზელენსკი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ფინეთის სავარაუდო მომავალ პრემიერს.

პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას ნორდულ-უკრაინულ ლიდერთა სამიტში, სადაც ასევე იქნებაინ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი