
თურქეთში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე [PABSEC] რუს დელეგატს სცემეს. საინფორმაციო სააგენტო Anadolu ამბობს, რომ სამიტზე უკრაინელ და რუს დელეგატებს შორის ჩხუბი მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დელეგატები ერთმანეთს უპირისპირდებიან მას შემდეგ, რაც უკრაინის წარმომადგენლებმა გაშალეს თავიანთი ეროვნული დროშა და რუსეთის დელეგაციის წევრის, ოლგა ტიმოფეევას უკან ანტირუსულ ლოზუნგებს ყვიროდნენ, როცა ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე (PABSEC) სიტყვით გამოდიოდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ვიდეო აჩვენებს, რომ უკრაინელი დეპუტატი ალექსანდრე მარიკოვსკი ურტყამს რუსეთის წარმომადგენელს ცალკე ჩხუბში მას შემდეგ, რაც კაცმა უკრაინის დროშა ჩამოაგდო.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ორი კაცი, რომლებიც მონაწილეობდნენ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.