"უკრაინული პრეცედენტი უფრო დააჩქარებს პროცესებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში" | არახამია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ოკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბრობს. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"რაღა თქმა უნდა, ახლა საქართველოს თავისი რესურსით ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, მაგრამ უკრაინული პრეცედენტი უფრო დააჩქარებს ამ პროცესებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, დნესრიპირეთში. ამიტომ არის რუსეთი ასეთი აგრესიული, თუკი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ დაიწყება იგივე პროცესები. მათ არ აქვთ უფლება თავიანთი სამხედროებით იდგნენ საქართველოში, არ აქვთ უფლება იყვნენ თქვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში  მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ კაცს სურს ეს ასე იყოს, ეს ვერაფერს შეცვლის. რადგან ამით შეიძლება ძალიან ცუდი და სახიფათო პრეცედენტი შეიქმნას მსოფლიოში, მაგალითად ტაივანი და სხვა ტერიტორიები.

ასე რომ, ახლა მთელი მსოფლიო ელოდება, როგორ დასრულდება ეს ომი. თუკი პუტინი მიიღებს სიგნალს, რომ მას შეუძლია ასე გააგრძელოს, მაშინ სხვა ქვეყნებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო ძალით შეიძლება თავისი პრობლემები მოაგვარონ. ამიტომ ვამბობთ, რომ რეალურად ეს ომი არის ბრძოლა დიქტატურასა და დემოკრატიას შორის. ამიტომ მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა გლობალური უსაფრთხოების უფრო ეფექტური სისტემა", - ამბობს არახამია. 

ინტერვიუ სრულად: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი